საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1462 შემთხვევაა დადასტურებული.
არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და კვლავ 1196-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.