სოციალურ ქსელში ვრცელდება ცხინვალის ციხეში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ცხედრის ფოტოები.
გავრცელებული ინფორმაციით , 28 წლის ახალგაზრდა დღეს ცხინვალის ე.წ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც მათთან შესახვედრად მისულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა.
ცნობისთვის, ინალ ჯაბიევი 18 აგვისტოს ე.წ შს მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმისთვის დააკავეს.