ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლუიზიანაში, ქარიშხალი ლაურა მძვინვარებს. ამის შესახებ CBS NEWS-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ქარიშხალმა 6 ადამიანი იმსხვერპლა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 600 000 ოჯახი.
ქარიშხალმა აშშ-ის სამხრეთი ნაწილი დააზიანა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები.