საქართველოს რკინიგზის ზარალმა 31 მილიონს გადააჭარბა

2020 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს რკინიგზის კონსოლიდირებული შემოსავლები 6.4%-ით გაიზარდა და 245 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა მეტად გაიზარდა რკინიგზის ხარჯები, რის გამოც კომპანიამ წლის პირველი კვარტალი 31.4 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

ამავე პერიოდში საქართველოს რკინიგზამ 5.5 მილიონი ტვირთები გადაზიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.4 მილიონი ტონით, ანუ 7.8%-ით მეტი იყო.

რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:
ლოგისტიკური სერვისები – 28,9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11.6%
სამგზავრო გადაყვანები – 5,1 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 54.5%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი – 10,9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22%;
სატვირთო გადაზიდვები – 196,6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6.4%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები