ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე: მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი მადა აქვს და ძალიან ცუდი მონელების უნარი

არასერიოზულ, საშუალო დონის უკრაინელ ჩინოვნიკ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი მადა აქვს და ძალიან ცუდი მონელების უნარი, – წერს სოციალურ ქსელში  ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება სამართალდამცავები მას საზღვარზე დააკავებენ.

“მართლაც, რომ გაბედოს ძებნილმა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება, მას ჩადენილი მრავალი დანაშაულისთვის უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა და ბუნებრივია, ქართველი სამართალდამცავები საზღვარზე დააკავებენ.

ყველასთვის გასაგებია, რომ მის განცხადებას ორი მიზანი ამოძრავებს: საკუთარი სექტის წევრების მობილიზაცია და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა. რაც შეეხება მის ფარისევლურ ბოდიშს, სააკაშვილმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ბოდიში წამალი არ არის და არც აფთიაქში იყიდება. დაუჯერებელია, მაგრამ თუ მართლაც გაუჩნდა სინანულის გრძნობა იმ მრავალი სისტემური დანაშაულის გამო, რომელიც მას და მის გარემოცვას აქვს ჩადენილი, ბოდიშის და მონანიების ყველაზე კარგი ფორმა იქნება თუ პირნათლად მოიხდის ქართული სასამართლოს განაჩენებით გამოტანილ სასჯელს.

ისე კი, ბატონმა სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარ მომხრეებზე უფრო მეტად მის დაბრუნებას ასობით ათასი მის მიერ გაუბედურებული ჩვენი მოქალაქე და ქართველი სამართალდამცავი ელოდება”, – წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები