გოგი მეშველიანი: კომპანია „ჯეოფრუტი” ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და ყველანაირად დავუჭერთ მხარს მის შემდგომ განვითარებას

კომპანია „ჯეოფრუტი” ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და ყველანაირად დავუჭერთ მხარს მის შემდგომ განვითარებას, – ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და გოგი მეშველიანი, ბოლნისში, კომპანია „ჯეოფრუტის” ვაშლის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან ერთად, ვაშლის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.

„ვაშლის კრეფაში მივიღეთ მონაწილეობა დღეს ახალგაზრდებთან ერთად. შემოგვიერთდა პარლამენტის თავმჯდომარე. კომპანია „ჯეოფრუტს” აქვს 33 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი. ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს მის შემდგომ განვითარებას, იმიტომ, რომ პირველ რიგში აქ ადგილობრივები არიან დასაქმებულები. დაახლოებით 15 ადამიანი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, სხვადასხვა სეზონურ სამუშაოებში 30-დან 50-მდე ადამიანის ჩართვა ხდება. 30-40 ლარის ფარგლებშია დღიური ანაზღაურება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის”,-განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები