გაზრდილი მგზავრთანაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მორძრავ მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28, 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს.

,,საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

 

“ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერმგზავრობას გისურვებთ,”- ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები