სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისში ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა
“სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დერეფნები დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და გამზირებს მოიცავს.
კერძოდ, I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, მოსკოვის გამზირი; III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი; IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა; V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა; VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა; VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი; IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა; X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მთავარია, ძირითად ქუჩებზე, რომლებზეც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება, 10-15 წუთში ერთხელ, 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იარონ და ერთდროულად, 150 მგზავრი გადაიყვანონ.
„ძირითად დერეფნებზე, ე.წ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო კორიდორში, ძირითადად, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. 44 საქალაქო მთავარი დერეფნის მკვებავ ხაზზე, სადაც მოქალაქეებს გადასხდომა მოუწევთ, 8, 10 12-მეტრიანი ავტობუსები და ბუნებრივია, სამარშუტო ტაქსები იმოძრავებენ. იქნება 185 საქალაქო ხაზი და მთავარი დერეფნის მკვებავი ლოკალური მონაკვეთები, რომლებიც მეტწილად მიკროავტობუსებს მოემსახურება. ეს არის ის დათვლები, რომლებიც გაკეთდა და რომლის მიხედვითაც შევიმუშავეთ ის გეგმა, რომელმაც ქალაქში გადაადგილება უნდა გააუმჯობესოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, პროექტში გათვალისწინებულია გაჩერებამდე ფეხით მისასვლელი ოპტიმალური დროც: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაკეთდა მოსახლეობისა და ე.წ. განაშენიანებული საძილე და სამუშაო რაიონების გათვალისწინებით. ზუსტად დაიგეგმა თუ რამდენი უნდა იყოს გზა ფეხით გასავლელი გზა გაჩერებამდე. ადამიანს არ უნდა დაეზაროს ავტობუსის გაჩერებამდე მისვლა. შესაბამისად, ზუსტად ვიცით, ამ ათ ძირითად დერეფანში რამდენი იქნება დაშორება ავტობუსის გაჩერებამდე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.