“ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული სატრანსპორტო რეფორმა სამომავლოდ თბილისელებისათვის უკეთესი, ჯანსაღი გარემოს არსებობას ემსახურება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, როდესაც გრძელვადიან რეფორმაზეა საუბარი, აუცილებელია დავინახოთ ამ რეფორმის მიზანი.
„რა თქმა უნდა, ეს პროცესი დროში გაიწელება და ასეთ გადაწყვეტილებას ყველა მყისიერად, ერთ დღეში ვერ მიიღებს. სწორედ აქედან არის გამოწვეული ის დისკომფორტი, რომელიც ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს ემსახურება თბილისელებისათვის უკეთესი, ჯანსაღი გარემოს არსებობას სამომავლოდ. ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ასე იქნას დანახული ამ კონკრეტული რეფორმის მიზანიც და შედეგებიც. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს საკითხი უნდა განზოგადდეს და საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული რეფორმების ადეკვატური შეფასება. ასეთი ტიპის რეფორმისადმი აუცილებელი სამოქალაქო მოთმინების გარეშე ვერასოდეს მივიღებთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა რომან კაკულიამ.