ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება
ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით. მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს. ასევე, ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ბრიტანულმა კომპანიამ, „სიბიეს სტუდიოსმა“ პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიცვლის პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება.