ამირან გამყრელიძე: ბათუმში ჩატარებული 466 ტესტიდან არცერთი დადებითი შემთხვევა არ იყო

ბათუმის ბულვარზე განლაგებული კაფე-ბარების პერსონალი აღრიცხულია და უტარდებათ ტესტირება. დღემდე ჩატარებულია 466 შემოწმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთი კაფე „ჰავანა“ და მეორე იყო კერძო სასტუმრო. იქ საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 300-მდე არის ტესტირებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ბათუმში ტესტირებული 466 ადამიანიდან ინფექცია არცერთს დაუდასტურდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის ბულვარზე გვაქვს ორი კარავი გაკეთებული „წითელ ჯვართან“ ერთად, ასევე ქობულეთის ბულვარზე, დაემატა შეკვეთილშიც. ოღონდ იქ სტაციონარული დაწესებულებაა, მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ნებაყოფლობით. ბათუმის ბულვარზე განლაგებული კაფე-ბარების პერსონალი აღრიცხულია და უტარდებათ ტესტირება. დღემდე ჩატარებულია 466. ხელი შეგვიშალა წვიმებმა, 466-დან არცერთი დადებითი შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები