ზუგდიდში ენგურმა ცხედარი გამორიყა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მკვიდრია.
ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები