ზურაბ ქადაგიძე: „ქართული ოცნების” მაღალ რეიტინგს წარმატებული რეფორმები განაპირობებს

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქელში „ქართული ოცნების” მმართველობის 8 წლის თავზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეიტინგის შესახებ წერს და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მთავრობამ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტიებმა კი ხალხის ნდობა დაკარგეს.

„რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა კომპანია „Survation”-მა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ” 52% აიღო.

რა განაპირობებს ხელისუფლების მაღალ რეიტინგს რვა წლის თავზე? ჯანდაცვის რეფორმა (საყოველთაო ჯანდაცვა, C-ჰეპატიტის პროგრამა და ა.შ). სამხედრო რეფორმა (სახელფასო და საბინაო პოლიტიკა, განსაკუთრებული დაზღვევა, განათლების დაფინანსება, მინისტრის სტიპენდია, სრული თანამედროვე ეკიპირება და ა.შ)

განათლების რეფორმა (ხელფასის ზრდა სკოლის პედაგოგებისათვის, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, უფასო ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა და ა.შ)

სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სტიმულირება („აწარმოე საქართველო”-ს ფარგლებში შეიქმნა 450-ზე მეტი საწარმო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით 200_ზე მეტი საწარმო, “დანერგე მომავალი”-ს ფარგლებში 50_ზე მეტი მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ჩამოყალიბდა 1000-ზე მეტი კოოპერატივი და ა.შ)

ინფრასტრუქტურული პროექტები.(მოწესრიგდა და 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა საგზაო მშენებლობები ქვეყნის მაშტაბით, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ტურისტული ქალაქები და დასახლებები, მიმდინარეობს კურორტ აბასთუმნის სრული რეაბილიტაცია და ა.შ

საარჩევნო სისტემის რეფორმა (2020 წლის არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე მოდელით,რამაც საერთაშორისო პარტნიორების მოწონება გამოიწვია. რეფორმა უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

საგარეო პოლიტიკა (ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა მსოფლიო ბაზრების მიმართულებით, განსაკუთრებული თანამშრომლობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და ა.შ)

განსხვავებული აზრის გავრცელების ხელშეწყობა (მედიაპლურალიზმი). კრიზის მენეჯმენტი (კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა,რომელიც გაერომ ერთერთ საუკეთესო და მისაბაძ მაგალითად დაასახელა).

რა განაპირობებს ოპოზიციის დაბალ რეიტინგს რვა წლის თავზე?

არათანმიმდევრულობა;
უპრინციპობა;
არარეალისტური საარჩევნო პროგრამები (რომლის განხორციელება შეუძლებელია);
ვიწრო, მერკანტილური ინტერესები;
საბოტაჟის მცდელობები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ (საერთაშორისო დონეზე სახელწიფო ინტერესების დაზიანება);
მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება და შანტაჟის მცდელობა (ადამიანური ტრაგედიების, სოციალურ ნიადაგზე მომხდარი კრიმინალური შემთხვევების ვიწრო პარტიული მიზნებისათვის გამოყენება).

რას სთავაზობს ხელისუფლება მოსახლეობას?

თანმიმდევრულ, სტაბილურ პოლიტიკას;
მშვიდობიან, პრინციპულ მიდგომას ოკუპაციის წინააღმდეგ;
ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერას;
გამჭირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს;
ადამიანზე ორიენტირებულ სოციალურ მიდგომებს.

რას სთავაზობს ოპოზიცია მოსახლეობას?

ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას ოკუპაციასთან მიმართებით;

აბსურდულ მთავრობას, სადაც გაურკვეველია როგორც საგარეო კურსი, ასევე შიდა პოლიტიკური მიდგომები”, – წერს ზურა ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები