დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის.
უწყების ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას პირადად მიუსამძიმრა შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.
​მინისტრებმა კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოსა და სომხეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების თაობაზე გაცვალეს ინფორმაციები. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას დაეთმო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყოველთვის მიესალმება, დეესკალაციის მიზნით, მხარეების მიერ მშვიდობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები