QATAR AIRWAYS-ი თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს გეგმავს

Qatar Airways-ი თბილისი-დოჰას მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები 1, 15 და 29 სექტემბერს შესრულდება.
წინასწარი ინფორმაციით, Qatar Airways-ის ჩარტერული რეისებით მგზავრებს, მხოლოდ ერთი, თბილისიდან დოჰას მიმართულებით გადაიყვანს.
შეგახსენებთ, რომ Qatar Airways-ი მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზე მეტ ფრენას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები