ნორვეგიის საელჩო: ვუერთდებით ქართველ ხალხს 23 აგვისტოს შატილის გზაზე დაღუპულთა გლოვაში – ვიზიარებთ მათი ოჯახების და მეგობრების ტკივილს

საქართველოში ნორვეგიის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დღეს, ჩვენ ვუერთდებით ქართველ ხალხს 23 აგვისტოს შატილის გზაზე დაღუპულთა გლოვაში. ვიზიარებთ მათი ოჯახების და მეგობრების ტკივილს.

ვუსურვებთ გადარჩენილებს დროულ გამოჯანმრთელებას.

ვიმედოვნებთ, ამ საზარელი შემთხვევის გამოძიება დროულად წარიმართება და დასკვნები ხელს შეუწყობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები