საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაეშვა

23 აგვისტოს, შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2020 წლის 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები