სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

როგორც “კვირას” შსს -ში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები