არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო რეფორმით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური ტიპის, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს საქართველოს პროგრესს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. როგორც თალაკვაძე აცხადებს, კონტიტუციის ახალი რედაქცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქართული საზოგადოების ნების გამომხატველია. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დოკუმენტი.

„საკონსტიტუციო რეფორმით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური ტიპის, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად.

პარლამენტის წინა თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით და ლიდერობით, IX მოწვევის პარლამენტმა წარმატებით შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის დაწყება და სრულად განხორციელება. თითოეულ დეპუტატს გვეამაყება, რომ ამ ისტორიული ცვლილებების თანამონაწილენი ვართ.

მადლობას იმსახურებს საკონსტიტუციო რეფორმის თითოეული მონაწილე სამოქალაქო სექტორიდან, აკადემიური და საექსპერტო წრეებიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები – ვინც საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ საქმეში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები