კელი დეგნანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დსაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს“, – ნათქვამია კელი დეგნანის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები