Traveler GE: ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა ტრაგედიის მიზეზი დადგინდეს

ტურისტული სააგენტო Traveler GE, რომლის მიერ დაგეგმილი ტურით მზავრობისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გამოძიებას ყველა დეტალს მიაწვდიან, რათა ტრაგედიის მიზეზი დადგინდეს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა, გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან.

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, თუშეთის გზაზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები