პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა – სად არის და რატომ არ ერთვება ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში?
​როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ იღებს მონაწილეობას და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები