გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დაიწყო.

დღეს დაცვის მხარე სასამართლოზე შესავალი სიტყვით წარსდგება.

როგორც  შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა, საქმეში არ არის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ.ც.-მ ბრალად წარდგენილი ქმედება განახორციელა.

“საქმეში არ გახლავთ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ.ც.-მ ბრალად წარდგენილი ქმედება განახორციელა. რაც შეეხება ამის დამტკიცებას, დაცვის მხარე უშუალოდ სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევის შემდგომ დარწმუნებულია, რომ სასამართლოს დააჯერებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არის უსაფუძვლო”,- აღნიშნა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები