10- ჯერ უფრო გადამდები,მაგრამ ნაკლებად მომაკვდინებელი – ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა

ამერიკელი ვირუსოლოგის პოლ ტამბიას განცხადებით, ევროპაში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება ვირუსის მუტაციას უკავშირდება.

ინფექციური დაავადებების ექიმის თქმით, ახალი კორონავირუსის D614G მუტაცია, რომელიც სულ უფრო ხშირია ევროპაში და ახლახანს მალაიზიაშიც აღმოაჩინეს უფრო გადამდებია, თუმცა ნაკლებად მომაკვდინებელი.

მკვლევარის მოსაზრებით მუტაციის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გარემოებამ პოტენციური ვაქცინის ეფექტურობაზე გავლენა იქონიოს. როგორც ტამბიამ Reuters-ს განუცხადა, მუტაციის შემდეგ ვირუსები ხშირ შემთხვევაში ნაკლებად მომაკვდინებლები ხდებიან და ანალოგიური რამ მოხდა კორონავირუსთან დაკავშირებითაც.

”ვირუსის ინტერესებშია, რომ მეტი ადამიანი დააინფიციროს, არ მოკლას ის, რადგან ეს ვირუსი მასპინძელზე, ანუ მატარებელზეა დამოკიდებული მისით იკვებება”, – აღნიშნა მეცნიერმა.

გასულ ორშაბათს მალაიზიის ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორმა, ნურ ჰიშამ აბდულამ, საზოგადოებას უფრო დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ ქვეყანაში გამოვლინდა, კორონავირუსის D614G მუტაცია, რომელიც უფრო გადამდებია.

ნურ ჰიშამის განმარტებით, ახლად აღმოჩენილი შტამი 10-ჯერ უფრო ინფექციურია და ვაქცინები, რომლებიც ამჟამად ვითარდება, შეიძლება არაეფექტური იყოს ამ მუტაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები