ლარი დოლართან მიმართებაში 0.004 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.004 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.0726 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (17 აგვისტო, 2020) მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.0686 ღირდა.
0.0183 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.6564 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6381 ლარი იყო.