მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 ახალი შემთხვევიდან, ორის ინფიცირების წყაროს დადგენა და კონტაქტების მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორზე ინფიცირების წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1098 გახლავთ.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს. აქედან 6 კრიტიკული პაციენტი გვყავს, 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

ათი ახალი შემთხვევიდან – ერთის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთის ქობულეთია – “ჰავანა”, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 შემოტანილია და აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი სამედიცინო პერსონალია. ორზე წყაროს დადგენისა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

ჩვენს ცენტრში 34 პაციენტი მკურნალობს. 3 მძიმე პაციენტია, სხვების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები