“გამოცდილი გუნდითა და ახალი გეგმებით მზად ვართ კვლავ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა და ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე”

გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით მზად ვართ კვლავ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა თქმა უნდა, ჩვენ რუსთავთან ერთად ვაპირებთ გამარჯვებას. რა განაპირობებს საზოგადოების დნობას ჩვენი გუნდის მიმართ და რატომ ირჩევენ მოქალაქეები „ქართულ ოცნებას“, მინდა ძალიან მოკლედ, თქვენთან ერთად ჩამოვთვალო მხოლოდ რამდენიმე ძირითადი არგუმენტი:

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო დაეცვა მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტური პირობაა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადანმიანის უფლებების დაცვაზე. „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ თქვენი მხარდაჭერით შეძლო უზრუნველეყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა. შეძლო სწორი, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარება. გამოცდილი გუნდით და ახალი გეგმებით ჩვენ მზად ვართ კვლავ ავიღოთ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. განათლების სისტემის რეფორმირებით და დაფინანსების გაზრდით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობით და განახლებით, კერძო სექტორის სერვისების და მეწაარმეების აქტიური ხელშეწყობით აღვადგენთ პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას და შექმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მათ შორის რასაკვირველია, რუსთავში, თქვენთან ერთად და თქვენი უშუალო მონაწილეობით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები