“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა.

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს; ლევან გოგიჩაიშვილი საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, კვლავაც საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისთვის იბრძოლებს; დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გედევან ფოფხაძეა წარდგენილი; ისანში კენჭს იყრის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ “NOVA”-ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი; ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ზვიად თავაძეა; გლდანის მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს ლაშა გიორგაძე – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, „საქართველოს მედიაკლუბი – თავისუფლებისათვის“ თანადამფუძნებელი, იურისტი და ჟურნალისტი; სამგორის საარჩევნო ოლქში კი პარტიამ ახალგაზრდული მოძრაობის ერთერთი ლიდერი ალექსანდრე რიჟამაძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები