გია ვოლსკი: დემოკრატიული არჩევნები არ არის იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ და ერთადერთ გამოსავლად დესტრუქციული გზა მიაჩნიათ
“დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება პირველ რიგში დღევანდელი ხელისუფლების ინტერესშია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული არჩევნები არ არის იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ და ერთადერთ გამოსავლად რევოლუციური, დესტრუქციული გზა მიაჩნიათ.
„ის, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს, უპირველეს ყოვლისა, ეს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებშია და არ არის ინტერესებში იმ საზოგადოების, იმ ხალხის, პოლიტიკური ჯგუფებისა, თუ სუბიექტების, რომელთაც პერსპექტივა არ აქვთ და რევოლუციური და დესტრუქციული გზა მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად საიმისოდ, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.