ამირან სალუქვაძე: ბელარუსი საპრივატიზაციო მსუყე ლუკმაა, რისი მსურველებიც არიან როგორც ბელარუსში, ასევე რუსეთშიც და დასავლეთშიც

“მთელი ბელარუსი საპრივატიზაციო მსუყე ლუკმაა, რისი მსურველებიც არიან როგორც ბელარუსში, ასევე რუსეთშიც და დასავლეთშიც”,-ამის შესახებ ექსპერტი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
“ბელარუსის შესახებ, დამატებით.
ერთი მხრივ ევროპა ვერ გაექცევა რეაგირებას. უკვე გაკეთდა განცხადებები ახალი სანქციების და ძველის გაფართოების შესახებ. მაგრამ, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროპას გეგმა “ბ” იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკო, ასადის და მადუროს მსგავსად, შეინარჩუნებს ძალაუფლებას?
მაღალი ალბათობით ეს ასეც მოხდება. იმავე 33 და ზემოდან დამატებით 333 ვაგნერელს მიავლენს ბელარუსში.
ჰოდა, როცა ლუკაშენკო ევროპასთან საბოლოოდ გაწყვეტს, რუსეთი ჩაყლაპავს. ქაღალდზე არსებული ერთიანი სახელმწიფო იქცევა რეალობად.
​კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ: მთელი ბელარუსი საპრივატიზაციო მსუყე ლუკმაა, რისი მსურველებიც არიან როგორც ბელარუსში, ასევე რუსეთშიც და დასავლეთშიც”,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები