გია ვოლსკი ოპოზიციაზე: მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და არჩევნებში გაიმარჯვეს

“მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება უკვე ჩამოაყალიბეს მთავრობა და გაიმარჯვეს არჩევნებში”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციის მცდელობის მიზანი აერთიანებს.

“პერსპექტივა არ გააჩნიათ, რომ ეს თემები არათუ გადაწყვიტონ, არამედ საერთოდ ისაუბრონ. საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან, თითქოს ჰქონდეთ დიდი რესურსი, რომ არჩეულ იქნენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას საკითხი არ დატოვეს ისეთი, რომელსაც ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს, პირადად დავით ბაქრაძემაც და ყველა დანარჩენმაც, ვინც მან ახსენა ინტერვიუს დროს. ამ ადამიანებს გამაერთიანებელი არაფერი გააჩნიათ, მათი გამაერთიანებელი არის მხოლოდ მიზანი დესტრუქციისკენ. ვინც უფრო დესტრუქციულია, მას ჰგონია, რომ ლიდერი უნდა იყოს ამ ჯგუფში”,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები