გიორგი ვოლსკი “Fitch”-ის რეიტინგთან დაკავშირებით: შეფასებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის ის რეალობა რასაც ვუყურებთ

„ამ საგანგებო მდგომარეობაში როდესაც “Fitch”-ი გაფასებს ესოდენ მაღალი რეიტინგით, ეს უნდა იყოს ყველასთვის სასიხარულო ამბავი”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოებამაც დაინახა, რომ ეს შეფასებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, ჰაერიდან კი არ არის მოტანილი, ან ვინმეს პროპაგანდა კი არ არის, ეს არის ის რეალობა, რასაც ვუყურებთ. მსოფლიოში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ რეალობაში საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს. ეს შეფასებაც ერთერთი გამოხატულებაა ამისა”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები