თეა წულუკიანი: მინსკის რეისთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციების შექმნა დიდი სირცხვილია

“მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით, ამგვარი ყალბი ინფორმაციების შექმნა არის ძალიან დიდი სირცხვილი. საზოგადოება ხვდება, რომე ესა თუ ის არხი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას”,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
​„არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. ელჩი, მინისტრი და ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს მოქალაქე წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მინისკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა იქ, სადაც სახელმწიფოს შეიძლება, ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი.
ვფიქრობ, ამ ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა, რადგან იმავე ინფორმაციაში ითქვა, რომ ამ რეისმა მინსკიდან კრიმინალი ჩამოიყვანა საქართველოში“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისათვის, ბელარუსში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქარათველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში, ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო, საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები