ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები მტკვარშიც მიმდინარეობს
ბარ „ბაუჰაუსის“ დაკარგული ორი თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს.
“დილიდან ჩაერთო სამაშველო სამსახური, ადგილზე სპეცკატერია მობილიზებული, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს. გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს”,- განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს – გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ. “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.