ნათია თურნავა: შიდა ტურიზმი კარგად ვითარდება, ეს, არ არის ის, რაც იქნებოდა, რომ არა პანდემია, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ ყველა გამოწვევაზე

„პანდემია დიდი საფრთხეა, ზოგადად ტურიზმისთვის და მათ შორის, შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ ჩვენ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შიდა ტურიზმი კარგად ვითარდება.

„პანდემია დიდი საფრთხეა, ზოგადად ტურიზმისთვის და მათ შორის, შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, როგორც მაგალითად მესტიასა და სვანეთში მოხდა, ძალიან სწრაფად ხდება ლოკალიზება. ზოგადად, შიდა ტურიზმი კარგად ვითარდება. მე თავადაც შაბათ-კვირა აჭარაში გახლდით. ჩემი თვალით ვნახე, რამდენად ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს აჭარის კურორტებს. ეს, რა თქმა უნდა არ არის ის, რაც იქნებოდა, რომ არა პანდემია, მაგრამ ეს არის საკმაოდ კარგი დახმარება შიდა ტურიზმის. ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ ყველა გამოწვევაზე. აქედან გამომდინარე, ზარალი თითოეულ შემთხვევაზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები