ქობულეთში კიდევ ერთი სამართლებრივი დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში რიგით მე-19 სამართლებრივი დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა იურიდიულ დახმარებას უფასოდ მიიღებს. ცენტრში ერთი იურისტ-კონსულტანტი იმუშავებს. სამართლებრივი რჩევები გაიცემა სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები. და სხვა.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:
იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირის ან მოწმის ინტერესების დასაცავად, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (www.legalaid.ge) არის უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები