“აი, ეს არსება არის არაფრის მაქნისი და გამკეთებელი არარაობა @ლე!!!” – თეა თუთბერიძე – დავით ბაქრაძეზე

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და თავისუფლების ინსტიტუტის წევრი, თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ლიდერ დავით ბაქრაძეს აკრიტიკებს:

“აი, ეს არსება არის არაფრის მაქნისი და გამკეთებელი არარაობა @ლე!!!

ტუღუშისგან ჰქონდა თურმე ინფორმაციები და ტუღუშს საიდან ჰქონდა, იმას აღარ ამბობს! ისევ პატიმრებისგან ხომ არა, ნეტავ?!

ახლა მე ვსვამ კითხვას, რომელი სახალხო დამცველის რომელ ანგარიში უნახავს ვინმეს, გარდა  – პატიმრებისვე მიერ მიწოდებული ინფორმაციებისა, რაიმე სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ყოფილიყოს ჩატარებული ოდესმე სახალხო დამცველის მიერ და შესწავლილი ის შემთხვევა/შემთხვევები, რაზედაც პატიმრები ლაპარაკობდნენ?? თუ რასაც პატიმრები იტყვიან, უპირობოდ სიმართლედ უნდა მივიღოთ და კრიმინალები ტყუილს როგორ იკადრებენდნენ – ამ გზას ვაწვებით?!

განსხვავებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან, მე პირადად, თავის დროზე პრეზიდენტის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვატარებდი ხოლმე გამოკითხვებს კონკრეტული საქმის/საქმეების იგვლივ – არა მხოლოდ იმ პატიმრის, რომელიც კონკრეტული სავარაუდო შემთხვევის შესახებ საუბრობდა, არამედ ვახდენდი გამოკითხვებს სხვა პატიმრებისასაც, მაგალითად, გვერდითი კამერებიდან, იმავე საკანში მყოფებისას და ა.შ., რომლებსაც რამე თუ მოხდა, წესით, უნდა გაეგოთ და სცოდნოდათ. ვაწარმოებდი ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა ციხის უფროსებიდან დაწყებული იმ კონკრეტულ დღეს მორიგე ციხის სხვა თანამშრომლებით დამთავრებული და ა.შ. და უმატეს შემთხვევაში, მერე როცა დაჯდებოდი და ამ ყველა გამოკითხვას და ახსნა-განმარტებების შესაწავლას დაიწყებდი და შედარებებს – ვინ რა დაწერა ან რა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებზე, აღმოაჩენდი, რომ უამრავ უზუსტობებს ჰქონდა ადგილი. ძირითად რაღაცებზე კი იყვნენ ხოლმე შეთანხმებულნი ეს ჩვენი პატიმრები, მაგრამ კითხვებს, რომლებსაც გამოკითხვის დროს ცალ-ცალკე ვუსვამდი, იმაზე უკვე სხვადასხვა პასუხს სცემდნენ და უამრავი სხვა დეტალი და ნიუანსი, რაც იურიდიული განათლების მქონე პირებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად დაინახონ, რა არის სიმართლე და რას შესაძლოა, იტყუებოდეს ადამიანი, პატიმრებიც, მათ შორის! კოპაძის დროსაც კი აღმომიჩენია ბევრი, მათ მიერ შეთხზული შემთხვევა. ეგონათ, რადგან მე კოპაძის წინააღმდეგ ხელჩართული ბრძოლა მქონდა გაჩაღებული, ამას გამოიყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ და ჩემით ადმინისტრაციის დაშანტაჟების კარგი შანსი ექნებოდათ. მაგრამ როცა დაინახეს, რომ ამის  მცდელობა მათი მხრიდან წარუმატებლად დასრულდა, მერე გაჩერდნენ.

ახლა მოდი, ვთქვათ, რა მოხდა იმ დროს, როცა სოზარ სუბარი სახალხო დამცველად დაინიშნა და როცა თავისუფლების ინსტიტუტს ჰქონდა ინიციატივა, რომ სახალხო დამცველის შესახებ კანონში შესაულიყო ცვლილებები და განსაკუთრებულ შემთხვევებში სახალხო დამცველს ჰქონოდა გამოძიების უფლება და რეალურად მომხდარიყო შესწავლა იმისა, მაგალითად, რასაც პატიმარი გიყვებოდა, იყო ეს რეალურად ასე, თუ მის/მათ მიზანს წარმოადგენდა რომ ციხის უფროსები ეშანტაჟებინათ თუ მათთვის სასურველი “ვლასტი” მათ ციხეებში აღარ ექნებოდათ და ა.შ. … გაინტერესებთ, რა მოხდა, როცა ჩვენ ამ ინიციატივაზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და საუბარი?? გაინტერესებთ, ამაზე სოზარმა როგორ თქვა უარი?? ეს შესაძლოა, ბევრს აღარ გახსოვთ. მე კი მახსოვს დეტალებში!

ეს ის დრო იყო, როცა სოზარი ჯერ კიდევ კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა ზურა ადეიშვილთან (აი, ინდაურები რომ მიყავდათ და უბამდნენ სახალხო დამცველის ეზოში მაშინ). ხო და, ადეიშვილმა დაუძახა სოზარს, შეხვდნენ და ამ შეხვედრის შემდეგ გამოვიდა სოზარი და გააკეთა განცხადება, რომ ის არ არის თანახმა, სახალხო დამცველს მიეცეს უფლება განსაკუთრებული შემთხვევების გამოძიებისა! (გეგონებოდა ბაბუამისის დანატოვარი ქონების მიღებაზე ამბობდა უარს! აბა, რა, ის უფრო ადვილი არაა, ადგე და ის წერო ანგარიშებში, რასაც კრიმინალები მოგიყვებიან და ამას მერე სახალხო დამცველის წლიური ანგარიში ეძახო?!)

P.S. By the way, დღეს კირიმინალებს მსგავსის გაკეთების სურვილი აღარ უჩნდებათ, რაც ძალიან ბუნებრივია, რადგან დაიბრუნეს “ვლასტი” ციხეებშიდაც და ციხის გარეთაც და იმიტომაცაა, რომ დღე არ გადის, ვინმე  არ მოკლან ან მოტ@ნან მაგ ქვეყანაში.

P.S.p.s. ჯერ კიდევ სად ხართ!”, – წერს თუთბერიძე

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები