მიხეილ ყაველაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი „ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას ეხებოდა.

„დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო. კომენტარიც არ სჭირდება ამას. მე უბრალოდ სხვა ნაცების და მათი მხარდამჭერების (თუ ასეთები კიდევ არსებობს) აზრი მაინტერესებს ამ თემაზე!.. P. S. ერთი ფაქტია, უკვე წლებია, სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები, ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე. მაგრამ, ბოლოს არაფერი იმალება!” – წერს მიხეილ ყაველაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები