სალომე სამადაშვილი: მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება “ევროპული საქართველოს”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპული საქართველოს” ძვირი დაუჯდება.
“ჩემთვის გაუგებარია რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდება მაჟორიტარობის კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან”, სადაც თბილისში მათ სჭირდებათ ენმ-ს ამომრჩევლის მხარდაჭერა.
ასევე გაუგებარია რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი დღეს დავით ბაქრაძეს, როდესაც ის თავის დროზე პარლამენტის თავმჯდომარედ იყო ვერ ასრულებდა იმ ფუნქციებს, რომელიც მას ეკისრებოდა.
ასეთი განცხადებები ოპოზიციის ერთიანობას ხელს უშლის”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
​ცნობისათვის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები