მარტვილში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად მემორიალი ყვავილებით შეამკეს

აფხაზეთში ომის დაწყებიდან დღეს 28 წელი გავიდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა და დეკანოზმა მამა გოჩა ცაავამ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები