გია ვოლსკი: “ქართულ ოცნებას“ პანდემიის წინაპირობებშიც მაღალი რეიტინგი ჰქონდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პანდემიის წინაპირობებშიც „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას – ვოლსკის თქმით, ეს სტაბილური გარემოს შექმნის წინაპირობაა.

„პანდემიის წინაპირობებშიც „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ელემენტარულად, იმ მაჩვენებლით, რასაც ჰქვია “მართვის სისტემა” და “მართვის მეთოდი”. სადიზმი დაივიწყა ქართულმა საზოგადოებამ, რითაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე იმართებოდა. ადამიანების დათრგუნვა, შიში, ძარცვა, ყაჩაღობა და მეკობრეობა წარსულს ჩაბარდა, აქედან გამომდინარეობს ის, რაზედაც მეტყველებს არაერთი კვლევა.

რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას – ჩვენ კოალიციური მმართველობის არა თუ წინააღმდეგი ვართ, არამედ სწორედ ეგ მიგვაჩნია სტაბილური გარემოს შექმნის წინაპირობად. მაგრამ ვინც დღეს კოალიციური მმართველობაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, არც ერთმანეთს შორის, არც მმართველი პარტიის მიმართ არ აქვთ კოლეგიალური, საქმიანი ურთიერთობის არანაირი გამოცდილება, არანაირი რესურსი და საკუთარ ამბიციებში იხრჩობიან, თუნდაც, როდესაც საკითხი საერთო კანდიდატების შერჩევას ან პრემიერმინისტრობის კანდიდატების შერჩევას ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები