14 აგვისტოს “ქართული ოცნება” საგარეჯოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, 15:15 საათზე მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს წარუდგენს.
“წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების” სხვა ლიდერები დაესწრებიან.
16:45 საათზე ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ.
20:00 საათზე მმართველი გუნდი დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.