ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რეგიონულ კვირას“ ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში უდასტურებენ.

,,7 წლის მოზარდი დღეს, დილით გარდაიცვალა. პაციენტი 9 აგვისტოს შემოვიდა სამედიცინო დაწესებულებაში, შემოსვლისთანავე უმძიმესი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რომ შემოვიდა, პრაქტიკულად, არც გულის ცემა აღენიშნებოდა. მას ტრავმული შოკი ჰქონდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამწუხაროდ, პაციენტი დავკარგეთ“, – განაცხადა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები