ქუთაისის ინფექციურში სვანეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 4 ბავშვია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა, ცხრავე პაციენტი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

” 9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები “, -განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 52-მა ვირუსი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები