„ლელომ”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. კანდიდატების წარდგენას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს” გენერალური მდივანი – ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

„ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1 .  ბადრი ჯაფარიძე – საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

2. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

3.  გრიგოლ გეგელია –  რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

4. გიგლა მიქაუტაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

5. ირაკლი კუპრაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

6. ფიქრია ჩიხრაძე – სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

7. კახა კოჟორიძე – ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

8. მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

9. ლევან კობერიძე – ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

10. ეკა ქვლივიძე  – გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

11. საბა ბუაძე – მთაწმინდა – კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

12. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

13. გიორგი სიორიძე –  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

14. ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

15. ალექსანდრე ახვლედიანი –  ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

16. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

17. ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

18. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

19. პაპუნა კობერიძე- გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

20. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

21. გიორგი ბარამია – ფოთის, სენაკისა და ხობის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

22. თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

23. სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

24. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

25. პაატა ცივაძე – ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები