IRI: გამოკითხულთა 82% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 65 %-ის აზრით კი, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ია

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

კითხვაზე – „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“, გამოკითხულთა უმეტესობამ ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად აშშ დაასახელა, ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ კი – რუსეთი.

“გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 65 %-ის აზრით კი, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. გარდა ამისა, მოქალაქეების 70%-ის აზრით, ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, გამოკითხულთა 51%-ი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია”, –  აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები