თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ. წ II და I ათასწლეულებით თარიღდება.

არქეოლოგიურ გათხრებს, რომლებიც თსუ-ს სტუდენტების ჩართულობით მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გაეცნო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით,  საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი.

ახალ  აღმოჩენებს მიაკვლიეს ძვ.წ V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა რკინის ნივთების წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები