გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ საბაზისო სალაშქრო – გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე, ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. ტოპოგრაფიისა და ტყის პირობებში გადაადგილების შესწავლის შემდეგ, საბაზისო კურსის მონაწილეებმა ერთი დღე მის პრაქტიკაში გამოყენებას დაუთმეს.
​თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო.
სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს. აღნიშნულ კურსზე მიღება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. კურსის ბოლოს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ახალგაზრდები გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს შეუერთდებიან.
გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიზანია, მომავალი თაობა სამხედრო საქმით დააინტერესოს და სამხედრო-პატრიოტულ თემებს პოპულარიზაცია გაუწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები