პაატა იმნაძე: კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის დაკავშირებული, ეს ძალიან ბევრია, ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო

კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის დაკავშირებული, ეს ძალიან ბევრია, ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსზე, ჯამურად, 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა.

„აქედან ხუთი შემთხვევა დადასტურდა თბილისში. დანარჩენი შემთხვევები დადასტურებულის სვანეთში. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და 12 ახალი დადასტურებული შემთვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისშია გაგზავნილი და დაწყებულია ანალიზები, ასევე, 400-ზე მეტი ტესტი გაგზავნილია ზუგდიდში. ჯამურად, გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი. ამასთან, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს მაინც კვლევა. 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს ძალიან ბევრია. ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები