გიორგი გახარია: გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი

“გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს 12 აგვისტოა, დიდგორობაა და, რა თქმა უნდა, თითოეული ქართველისთვის ეს არის არამხოლოდ ისტორია, ეს არის ყოველდღიურობა.

„ამის ძალიან კარგი მაგალითია 11 აგვისტოც, როდესაც ჩვენ შინდისის გმირებს ვიხსენებდით. ასეა ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნის ცხოვრება, ყოველთვის თავდადება, ბრძოლა. სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველისთვის ეს არის არამხოლოდ ისტორიული დღე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ყოველდღიურობისა და გმირობის დამადასტურებელი ფაქტი”, -განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები